ინდოეთში გაუპატიურების კიდევ ერთი შემზარავი შემთხვევა მოხდა. 14 წლის თინეიჯერი გოგონა, ოთხმა მამაკაცმა მოიტაცა და 5 დღის განმავლობაში აუპატიურებდა.
მოძალადეებმა, სხვა ქალაქში ჩასული სამსახურის მაძიებელი 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს მოიტაცეს. არასრულწლოვანი 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გადაჰყავდათ და მასზე სისტემატიურად ძალადობდნენ. გოგონა ინდოეთის რამდენიმე ქალაქში წაიყვანეს, მათ შორის დედაქალაქ დელისა და ახლოს მდებარე ქალაქ გურუგრამში.
ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ორმა უცნობმა შემთხვევით ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მეგჰალაში აღმოაჩინა და გაქცევაში დაეხმარა. მათ ძალადობის მსხვერპლი პოლიციაში მიიყვანეს.
პოლიციას ამ დროისთვის დაკავებული ჰყავს 3 ეჭვმიტანილი, მათ შორის ერთი ქალი, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ შეთქმულებაშია ბრალდებული.
სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გოგონა სისტემატიური სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
დაკავებულებმა ბრალი უკვე აღიარეს. პოლიცია ამ დრომდე კიდევ ორ მოძალადე მამაკაცს ეძებს.