ვისოლმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისათვის ფონდი ‘იავნანას" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 30 000 ლარი გაიღო. ამას გარდა, ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე ვისოლის თანამშრომლებიც შეწირავენ ყოველთვიურად თანხას სამონასტრო კომპლექსის შესაქმნელად.
‘საზოგადოებაზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ ვუერთდებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოწოდებას და გვჯერა, რომ ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს" აცხადებს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდომარე სოსო ფხაკაძე.
ცნობილი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული ფონდი ‘იავნანას" საქველმოქმედო კონცერტის შედეგად ტაძრის მშენებლობისათვის 250 000 ლარამდე სატელეფონო ზარით, ხოლო 130 000 ლარამდე კერძო შემოწირულობით შეგროვდა.
ვისოლი დაარსების პირველივე დღიდან ფონდ "იავნანას" აქტიური მხარდამჭერია. ამას გარდა, კომპანია სისტემატურად სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს ეხმარება.