ხვალ, 28 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ისინი საზოგადოებას წარმოუდგენენ იმ პრობლემებს, რომლებიც მათი განმარტებით ინფორმაციების თავისუფლების საკითხებშია. როგორც საია იუწყება, 2010 წელს ამ საკითხებში წინსვლა არ ყოფილა.
11:00 საათზე, აქციის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაარიგებენ პლაკატებსა და ფლაერებს, რომლითაც მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს გაასაჯაროონ თავიანთი საბიუჯეტო შემოსავლები.
15:00 საათზე, სასტუმრო "ღადისსონ"-ში გაიმართება პრეზენტაცია "ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში", რომელზედაც წარმოდგენილი იქნება სამი კვლევა: ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები; ხელფასების, პრემიების და მივლინებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.