მგზავრი, რომელიც მეტროსადგურ "სამგროში" ლიანდაგებში ჩავარდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით, უცნობია.
შემთხვევის გამო, დროებით შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც, მეტრო მგზავრების გადაყვანას მეტროსადგურ „300 არაგველამდე“ ახორციელებდა.
ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.