ექსტრა-ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მეხდი ებრაგიმ ვაფა, რომელსაც რუსეთში ირანელ ექსტრასენსს ეძახიან აცხადებს, რომ ადამიანს საკუთარი ბედის შეცვლა შეუძლია, მაგრამ დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებზე გაველენის მოხდენა შეიძლებელია.
ექსტრასენსების ბრძოლაში გამარჯვებულის განცხადებით, როდესაც მას ეკითხებიან "როდის მოვკვდები?" ის პასუხობს - "ამის შესახებ მხოლოდ ღმერთმა უწყის".
მისი თქმით, გარდაცვალების დღის შეცვლა შეუძლებელია.
"შეუძლებელია შეიცვალოს დაბადებისა და გარდაცვალების დღე. სხვა ბევრი რამის შეცვლა შესაძლებელია" - აცხადებს მეხდი აბრაგიმ ვაფა.
ექსტრასენსის თქმით, იმისათვის, რომ ადამიანმა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს საჭიროა სამი რამ - რწმენა საკუთარი თავისადმი, რწმენა უფლისადმი და რწმენა სასწაულებისადმი.
"რა თქმა უნდა აუცილებელია იყო საკუთარ თავში დარწმუნებული. შწორედ მის ამის არარსებობის გამო მიმართავენ ადამიანები ექსტრასენსებს. მაგრამ მათ გასაგონად ვამბობ, რომ არავის აქვს ჯადოსნური ჯოხი, რათა მისი მეშვეობით გადაწყვიტოს ცალკეული ადამიანის პრობლემა. ექსტრასენსმა შესაძლებელია გაჩვენოთ შეცდომა და გზა საითაც შეიძლება წახვიდეთ. თუ ადამიანი სწორი იმმართულებით მიდის მას ყველაფერი გამოუვა. ღმერთმა ჩვენ გვაჩუქა გონება, რათა ჩვენ თავად გადავწყვიტოთ პრობლემები, რათა ვიცხოვროთ ლამაზად და ბედნიერად" - აცხადებს მეხდი ებრაგიმ ვაფა.
2012 წლისთვის მაიას კალენდრის დამთავრების გამო მეხდი აცხადებს, რომ ეს არ იქნება სამყაროს დასასრული.
"დაიწყება ახალი ეპოქა. კატაკლიზმები იმიტომ კი არ ხდება, რომ სამყაროს დასასრული ახლოვდება, არამედ ეს არის შიშის გამო, რომელიც ნეგატიურ ენერგიას აგროვებს", - აცხადებს ვაფა.