ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციაზე საზოგადოება გაეცნობა ფონდ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგის" პირველად შედეგებს. პროექტის ფარგლებში დასახელდება ინსტიტუტის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შედგენილი საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების ინტერნეტ გამჭვირვალობის რეიტინგი.
ასევე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" გამართავს ფონდ "ღია საზოგადოება- საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის "საჯარო ინფორმაციის ონლაინ რესურს ბაზის " პრეზენტაციას.
ღონისძიება ხვალ, 28 სექტემბერს, 15.00 საათზე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში, ჭოველიძის #10 გაიმართება.