ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი უერთდება საქართველოს მხარდამჭერ სოციალურ კამპანიას - #Spend4SeasonsInGeorgia/#გაატარე4სეზონისაქართველოში.
აპატურაის ვიდეომიმართვას ჟურნალიტსი ქეთევან ქარდავა ავრცელებს.
"პირველად საქართველოში მრავალი წლის წინ ჩამოვედი და რაც იქ აღმოვაჩინე იყო გასაოცარი ხედები, შესანიშნავი ხალხი, ყველაზე საუკეთესო საკვები, რაც კი ოდესმე გამისინჯავს და მსოფლიოში საუკეთესო სტუმარ-მასპინძლობა
საქართველოში არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს თავისი ხანგრძლივი ისტორიით, მთებით, ტბებითა და შესანიშნავი ღვინით.
გირჩევთ ყველას გაატარეთ თქვენი ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული საქართველოში", - ამბობს აპატურაი ვიდეომიმართვაში.
სოციალური კამპანია "გაატარე ზაფხული საქართველოში" - #spendyoursummeringeorgia, საქართველოს ტურისტული იმიჯის გასაუმჯობესებლად და ტურისტების მოსაზიდად მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ავიამიმოსვლა აკრძალა.