გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს, ევროკავშირთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ევროგაერთიანებას ბრექსიტის გადავადების თხოვნით მიმართოს.
სამეფო ხელმოწერის შემდეგ, კანონპროექტმა კანონის ძალა შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრის მიერ იყო ინიცირებული, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, თემთა და ლორდთა პალატებმა დაუჭირეს მხარი.
ამ ვითარების ფონზე, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მკაცრად ეწინაარმდეგება ბრექსიტის გადავადების იდეას და ამბობს, რომ ბრიტანეთი 31 ოქტომბრამდე აუცილებლად გავა ევროკავშირიდან.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჯონსონი დანაპირების შესასრულებლად.