დოლარის კურსის დაცემის, ოქროზე, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე და ფერო-შენმადნობებზე მოთხოვნის ზრდის პოარალელურად, ბოლო რვა თვის განმავლობაში, მსოფლიოში ნედლეულზე ყველაზე მაღალი ფასები დაფიქსირდა.
19 ძირითადი სასაქონლო ნედლეულის ფასი 1,3 %-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის 15 იანვრის მაქსიმალურ დონეს 283 გაუთანაბრდა. იმავდროულად ოქროს ფასმა, პირველად გადალახა 1300 დოლარიანი ფასი, გაიზარდა ასევე ვერცხლის ღირებულებაც.
ფასების ზრდა დაფიქსირდა, სოიოზე, ხორბალზე, ბამბაზე. პარალელურად კი დოლარისა და ევროს კურსი თებერვლის მინიმუმამდე დაეცა. თვის დასაწყისიდან კი ამერიკული ვალუტა 4,6 %-ით გაუფასურდა.
რაც შეეხება ნავთობს, ნოემბრის კონტრაქტების მიხედვით, მისმა ფასმა ერთ ბარელზე 76,49 აშშ დოლარი შეადგინა.
რუსეთის 500 უმსხვილეს კომპანიას შორის, წლების განმავლობაში პირველობას არავის უთმობს "გაზპრომი", მეორე ადგილზეა "ლუკოილი", მესამე და მეოთხე ადგილს კი შესაბამისად რუსეთის რკინიგზა და "როსნევტი" ინაწილებენ.
რეიტინგში მონაწილეთა ერთიანი აქტივები, 7,6 %-ით გაიზარდა და 60,38 ტრილიონი რუბლი შეადგინა.
არ დაფიქსირებულა მოგების ზრდა და ის 2,9 ტრილიონი რუბლის დონეზე რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელს რუსეთის 500 უმსხვილესი კომპანიის მოგება 30,6 %-ით დაეცა.