დასავლეთ ავსტრალიაში, ქალაქ პერთში ქალი საკუთარ მეზობლებს სასამართლოში უჩივის.
სილა კარდენი აცხადებს, რომ მეზობლების ქმედებები, მათ შორის ბარბექიუს გახშირებული მზადება და ბავშვების ხმაური არღვევს სამოსახლო კანონს.
სილა კარდენის საჩივარი შტატის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ დასაბუთება არამყარია, ხოლო სამხილები - არასაკმარისი.
სილა კარდენის საჩივარში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ მის სამეზობლოში მცხოვრებ მოქალაქეებს შეემცირებინათ წვეულებების განათებების გამოყენება, გაეჩუმებინათ ცხოველები და ქუჩაში, საერთო საცხოვრებელ გაზონებზე ჩაენაცვლებინათ მცენარეები.
კარდენის განცხადებით, სიგარეტისა და ბარბექიუს სუნი მასზე „ირიბ ძალადობის“ ტოლფასია.
„ისინი გამუდმებით ამზადებენ ბარბექიუს, სულ თევზის სუნია, სახლიდან გასვლისას ერთადერთი რა სუნიც მესმის, ეს თევზია. ჩემს ეზოში ყოფნით სიამოვნებას ვერ ვიღებ, მე იქ გასვლაც კი არ შემიძლია“,- აღნიშნა კარდენმა შტატის უზენაეს სასამართლოში საკუთარი პოზიციის დაცვისას.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ 400 გვერდიანი სარჩელი წარადგინა.
სილა კარდენი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.