ავსტრალიაში სტუდენტი, რომელიც ფრენის პირველ გაკვეთილს ესწრებოდა, ხომალდი დამოუკიდებლად, ინსტრუქტორის დახმარების გარეშე დასვა.
მაშინ როდესაც მაქს სილვესტერი თეორიული სწავლებას პრაქტიკაში ახორციელებდა, ფრენის ინსტრუქტორი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, სტუდენტმა კი მოახერხა და ხომალდი, უვნებლად, საფრენ ბილიკზე დასვა.
ფრენის ინსტრუქტორის შეუძლოდ გახდომის შემდეგ, სილვესტერი საჰაერო ნავიგაციის კოშკურას დაუკავშირდა და აცნობა, რომ მის ინსტრუქტორს გონება ჰქონდა დაკარგული. მოგვიანებით სილვესტერი მყისიერი რეაქციისთვის შეაქეს.
ნავიგაციის კოშკურის წარმომადგენელმა სილვესტერს ჰკითხა იცოდა თუ არა საფრენი აპარატი „სეზანას“ მართვა. პილოტმა განაცხადა რომ ეს ფრენა „მისი პირველი გაკვეთილი იყო“.
BBC-მა ფრენის დროს ჩაწერილი ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა:
პილოტი: დახმარება, დახმარება დახმარება. ეს არის ტანგო, ფოქსტროტ, რომეო, გესმით ჩემი?
საჰაერო კოშკურა: ტანგო, ფოქსტროტ, რომეო, მესმის თქვენი. იცით როგორ უნდა მართოთ თვითმფრინავი?
პილოტი: ძალიან, ძალიან ცოტა. ეს ჩემი პირველი გაკვეთილია.
საჰაერო კოშკურა: თქვენი ინსტრუქტორი სად იმყოფება? გონზეა ამ ეტაპზე?
პილოტი: თავი ჩემს მხარზე აქვს ჩამოკიდებული. ვცდილობ ზემოთ ავწიო, მაგრამ კვლავ ეცემა.
საჰაერო კოშკურა: ტანგო, ფოქსტროტ, რომეო, აქამდე რაიმე ხომალდი დაგისვამთ საფრენ ბილიკზე დამოუკიდებლად, ან ვინმეს მეთვალყურეობის ქვეშ?
პილოტი: არ დამისვამს [...]
საჰაერო კოშკურა: გამორთვა, გამორთვა, გამორთვა. მცირედით ასწიეთ ცხვირი და მიწაზე დაჯდები... ყოჩაღ მეგობარო, გამოგივიდა. ყველაფერი შესანიშნავად გააკეთე. მუხრუჭი მომართე, ჩვენი სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო მანქანები უკვე გზაში არიან...
სტუდენტ პილოტს, კოშკურის თანამშრომელი ერთი საათის განმავლობაში ამეცადინებდა საფრენ ბილიკთან მიახლოებასა და ხელახლა აფრენაში. საფრენ ბილიკთან, კი სილვესტერის ოჯახის წევრები იცდიდნენ.
უსაფრთხოდ დაფრენის შემდეგ, ინსტრუქტორი საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეთავსებადი ნიშნებით გადაიყვანეს.
მოგვიანებით სასწავლო ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი შესანიშნავ მდგომარეობაშია სტუდენტმა კი დაშვება ექსტრემალურ ვითარებაში შესანიშნავად შეძლო.
სილვესტერი ამბობს, რომ ეჭვიც კი არ ეპარება იმაში, რომ ფრენას კვლავ გააგრძელებს.