ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოში Facebook-ის მომხმარებლების რაოდენობა 10%-ით შემცირდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარში სოციალური ქსელის Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა 2 მლნ 636 ათასს შეადგენდა, რაც საქართველოს მოსახლეობის 67.7%-ს შეადგენს. ქართველი Facebook მომხმარებლების უმეტესობა, ანუ 51.6%-ი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო.
2019 წლის ივნისში კი Facebook მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მლნ 398 ათასი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის 61.6%-ია. შესაბამისად ივნისში იანვრის მონაცემებთან შედარებით კლებამ 10% შეადგინა.
ივნისის მონაცემებით სოციალურ ქსელ Facebook-ის ქართველი მომხმარებლების უმეტესობა ისევ ქალია - 52.6%-ი.
ივნისის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, Facebook-ის ქართველი მომხმარებლების უმრავლესობა 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფშია. საუბარია სულ 700 00 ათას მომხმარებელზე.