ნეიტრონების ორი ვარსკვლავი ერთმანეთს შეეჯახა და წარმოქმნა გრავიტაციული ტალღები, სინათლე და მკვრივი მეტალები: პლატინა და ოქრო, იუწყება CNN-ი.
ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების ჩვენთვის ცნობილი პირველი შემთხვევა მეცნიერებმა 2017 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს. ასტრონომებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი ე.წ. კილანოვას მომსწრენი გახდნენ.
კილონოვა არის რადიოაქტიური პროცესი, რომელიც წარმოქმნის დიდი რაოდენობით მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ვერცხლი, ოქრო, პლატინა და ურანი.
კილანოვა წარმოიქმნება ორმაგი ვარსკვლავის, ან ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების შედეგად. მცირე ზომის, თუმცა წარმოუდგენლად დიდი სიმკვრივის მქონე ვარსკვლავების ერთმანეთთან შეჯახებამ სინათლის დიდი ტალღა გამოტყორცნა და წარმოქმნა დიდი გრვიტაციული ველი.
პროცესი, რომელსაც მეცნიერები პირველად დააკვირდნენ ჩვენგან 130 მილიონი სინათლის წლის დაშორებით მიმდინარეობს.
ორმაგი ნეიტრონული ვარსკვლავები, გიგანტური ვარსკვლავების ნამსხვრევებია, რომლებიც დიდი ხნის წინ აფეთქდნენ. ისინი უკიდურესად მკვრივია. შედარებისთვის, დაახლოებით ქალაქი ჩიკაგოს ზომის ნეიტრონულ ვარსკვლავში, ჩვენი მზის მასაა მოთავსებული. ისინი სამყაროში, ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი ობიექტებია.
ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებით წარმოქმნილი ოქრო და პლატინა კოსმოსში გაიფანტა.