მაკო გომურს, რომელმაც თვალი 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ აქციის დაშლის შედეგად დაკარგა, გერმანიაში ხელოვნური თვალი ჩაუსვეს. ამის შესახებ მაკო გომური ფეიბუკზე წერს.
"მე და ახალი თვალი. სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებთქო და სხვა ადგილი ვერ ვნახე.
პ.ს. დიახ, შრამი რომ არა,ვერც კი გაარჩევდით", - წერს მაკო გომური.
