საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.
მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა.
ახალი საკოლექციო მონეტები გაყიდვა 2019 წლის 29 აგვისტოდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის მეშვეობით.