შოტლანდიაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მძლავრი ტალღური ენერგიის ტურბინებით აღჭურვილი წყალზე მცურავი გენერატორის მშენებლობა დაიწყო. იუწყება BBC-ი.
მშენებლობის დასრულების შემდგომ, გენერატორს შოტლანდიის სანაპიროებთან, ორკნეის წყლებში გამოცდიან.
შოტლანდიის მთავრობამ პროექტის განსახორციელებლად 3,4 მლნ გირვანქა სტერლინგი გამოყო.
გენერატორზე დამონტაჟებული ტურბინები შეძლებენ ტალღების მეშვეობით ენერგია გამოიმუშავონ. ისინი 360 გრადუსით იტრიალებენ.
შოტლანდიის მთავრობის განცხადებით, პირველ ეტაპზე გენერატორი შეძლებს 1700-ზე მეტი სახლისთვის სამყოფი ელექტროენერგიის გამომუშავებას.
შოტლანდიის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, იგი მოხარულია, რომ ინოვაციური გენერატორი შექმნილია შოტლანდიური კომპანიის მიერ და ასევე შოტლანდიური კომპანიის მიერ აშენდება.
წყალი ჰაერზე 800-ჯერ მკვრივია, რის გამოც თეორიულად, ენერგიის მისაღებად, წყალში გაცილებით მეტი პოტენციალია.