ხვალ, 25 სექტემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტში ხორვატი სოპრანო ლანა კოსი მიიღებს მონაწილეობას.
ის ამ აქცია-კონცერტზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის "ავე მარიას" შეასრულებს. საქველმოქმედო ფონდების "იავნანას" და "ივერიის" ეგიდით გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნიკა მემანიშვილი და სხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლები.