პერსეიდების მეტეორები 11-12 აგვისტოს ცას გაანათებენ. მეტეორების წვიმას, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში დიდი სისწრაფით შემოდიან და იწვებიან, წელს ერთი კვირით ადრე ელოდებიან.
NASA-ს ინფორმაციით, პერსეიდების მეტეორები წელს საათში 100 ერთეულს მიაღწევს და მათი ჭარბი რაოდენობის გამო შემჩნევა 13-14 აგვისტოსაც იქნება შესაძლებელი.
პერსეიდების წვიმის დანახვა ყველაზე უკეთ უკუნ სიბნელეშია შესაძლებელი. იმისთვის, რომ მოვლენა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდეს ასტრონომები ფართო, პანორამული ხედის მქონე სივრცეზე, უკეთეს შემთხვევაში მთაში ასვლას უწევენ რეკომენდაციას. აღსანიშნავია, რომ მეტეორებს ბინოკლით ან ტელესკოპით ვერ დააკვირდებით, რადგან ისინი დედამიწის ატმოსფეროში დიდი სისწრაფით შემოდიან და მომენტალურად იწვებიან.
პერსევსის კომეტათა ერთობლიობიდან მეტეორთა ნაკადი, ყოველწლიურად აგვისტოში ჩნდება. კომეტების სარტყელი მზის გარშემო ყოველ 133 წელში ერთხელ ბრუნავს. მეტეორების წვიმა წარმოიქმნება დედამიწისა და კომეტა სვიფტ-ტატლის ორბიტის კვეთის დროს. მიკროსკოპიული ნაწილაკები იწვიან ატმოსფეროში და ცაზე წარმოქმნიან ვარსკვლავთა წვიმას. იწყება დიდი ინტენსივობით და დროთა განმავლობაში იკლებს. ნაკადი აქტივობას აგვისტოს შუა რიცხვებში ავლენს. 1 საათში დედამიწის ატმოსფეროში 50-დან 100-მდე მეტეორი იწვის.