World University Rankings-მა მსოფლიო უნივერსიტეტების 2019-2020 წლების რეიტინგი გამოაქვეყნა.
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ორი ქართული უნივერსიტეტი მოხვდა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მსოფლიოს 2000 უმაღლეს სასწავლებელს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი [თსუ] 1073-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ილიაუნი 1549-ე ადგილზე გავიდა.
რეიტინგის პირველ ათეულში 8 ამერიკული და ორი ბრიტანული უნივერსიტეტი მოხვდა: ჰარვარდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, ოქსფორდი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, პრინსტონის უნივერსიტეტი, ბერკლი - კალიფორნიის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი.