ამერიკელი მწერალი, ნოველისტი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიისა და პულიცერიის პრემიის ლაურეატი ტონი მორისონი გარდაიცვალა 88 წლის ასაკში.
ლეგენდარული აფროამერიკელი მწერალი 88 წლის იყო.
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ტონი მორისონი გარდაიცვალა“, - ინფორმაცია მორისონის ოჯახმა გაავრცელა.
ნობელის პრემია ტონი მორისონმა 1993 წელს მიიღო.
პულიცერის პრემია ტონი მორისონმა 1988 წელს მიიღო რომანისთვის Beloved.
მორისონის ბოლო რომანი - God Help the Child (ღმერთო დაეხმარე ბავშვს) 2015 წელს გამოიცა. საერთო ჯამში მას ეკუთვნის 11 რომანი და მრავალი საბავშვო მოთხრობა.
ტონი მორისონი პირველი აფროამერიკელი ქალი მწერალი იყო, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო.