ბიძინა ივანიშვილის პრორუსული მთავრობა აგრძელებს ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას, ვითარება უარესდება,მ ხალხი პროტესტს განაგრძობს, ჩვენ ფიქრითა და გულით მათთან ვართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომელზეც ლიეტუვის ინიციატივით განიხილებოდა საქართველოში შექმნილი სიტუაცია, აშშ-ის სენატში წარდგენილია MEGOBARI აქტის, რომელიც მკაცრია რეჟიმისადმი. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის პრორუსული მთავრობა აგრძელებს ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას. სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება უარესდება. ხალხი პროტესტს განაგრძობს, ჩვენ ფიქრითა და გულით მათთან ვართ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.