ლიბიაში, ქორწილში საჰაერო თავდასხმას 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლების ინფორმაციით თავდასხმა აჯანყებულებმა განახორციელეს, რომლებსაც გენერალი ხალიფა ჰაფთარი მეთაურობს.
დაღუპულები, ქალაქ მურზუქში ქორწილს ესწრებოდნენ, რა დროსაც მათზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.
გენერალ ჰაფთარის ძალებმა, რომლებიც აღმოსავლეთ ლიბიაში არიან გამაგრებულნი, დაადასტურეს, რომ თავდასხმა მათ განახორციელეს. ჰაფთარის ძალებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე არ იგეგმებოდა.
მოამარ კადაფის სიკვდილის შემდეგ, ლიბიაში უწყვეტი შეიარაღებული კონფლიქტია. 2011 წლიდან დღემდე გენერალ ჰაფთარის ძალები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებულ და მხარდაჭერილ მთავრობას ებრძვიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილიდან დღემდე, ჰაფთარის ძალებმა 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.