ინდოეთის მთავრობამ გააუქმა ინდოეთის კონსტიტუციის 370-ე მუხლის მოქმედება, რომლითაც ქაშმირის და ჯამუს რეგიონებს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
აქამდე კონსტიტუციის 370-ე მუხლი უზრუნველყოფდა სტაბილურობის გარანტიას ავტონომიური რეგიონისთვის, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანია, განსხვავებით დანარჩენი ინდოეთისგან.
აღნიშნული მუხლი ფართო ავტონომიას ანიჭებს ქაშმირისა და ჯამუს რეგიონებს და ნებას რთავს, ჰქონდეთ მათ საკუთარი კონსტიტუცია, დროშა, თავისი შეხედულებისამებრ განკარგონ შიდა საკითხები, გარდა თავდაცვისა და საგარეო საკითხებისა.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ინდოეთის მთავრობის განკარგულებით, შინა პატიმრობა მიუსაჯეს ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს. რეგიონში განლაგდა 10 ათასამდე ინდოეთის არმიის ჯარისკაცი.
პაკისტანი გამოეხმაურა ინდოეთის ამ გადაწყვეტილებას და მკაცრად დაგმო ის.
"ინდოეთი სახიფათო თამაშს თამაშობს, რომელიც ძირს უთხრის რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ქაშმირის რეგიონი ათეულობით წლებია დავის საგანს წარმოდგენს ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ქაშმირის რეგიონზე ორივე ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას და თითოეული მათგანი რეგიონის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებს.
1947 წლიდან, ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ პაკისტანმა და ინდოეთმა ორჯერ იომეს ქაშმირის გამო.