უახლოეს მომავალში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა წარსდგება მოსკოველი მაყურებლის წინაშე საპრემიერო სპექტაკლით - "ქარიშხალი", რომლითაც თეატრი "Et Cetera" ახალ თეატრალურ სეზონს გახსნის. სპექტაკლის რუსეთში ქართველთა კავშირის დახმარებითა და შემწეობით დაიდგა. ასევე, უახლოეს ხანში, სპექტაკლი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნების ფესტივალში "ალუბლის ტყე"@
როგორც რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ გამოსვლისას აღნიშნა, რობერტ სტურუა - სწორედ იმ მასშტაბის პიროვნებაა, რომელსაც რუსეთსა და საქართველოს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა ძალუძს. "ამიტომაც ქართველთა კავშირი რუსეთში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სახელოვან მაესტროს".
"ფაქტობრივად რობერტ სტურუას ეს სპეტრაკლი საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კულტურული ვაკუუმის გარღვევაა, ისევე როგორც თემურ ჩხეიძის თაოსნობით ამჟამად თბილისში მიმდინარე პეტერბურგის დიდი დრამატიული თეატრის გასტროლები. ხელოვნებას პოლიტიკაზე მეტი ძალა აქვს", - აღნიშნა ხუბუტიამ და დასძინა, რომ რუს და ქართველ ხელოვანებს: მსახიობებს, რეჟისორებს არ შეუძლიათ დიდხანს გასძლონ ერთმანეთის გარეშე
"სწორედ ეს შექმნის ახალ რეალობას, რომელიც დაგვავიწყებს წყენას და გამოგვასწორებინებს შეცდომებს", - განაცხადა მიხეილ ხებუტიამ.
თავად რობერტ სტურუა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ბერთოლდ ბრეხტის ციტატით პასუხობს - @"ომებში ხელმწიფენი იმარჯვებენ, ხალხები კი მარცხდებიან"
სპექტაკლში მონაწილეობენ როგორც რუსი, ასევე ქართველი მსახიობები. მუსიკა ეკუთვნის გია ყანჩელს, მხატვრობა - გიორგი ალექსი-მესხიშვილს. მთავარ როლს - პროსპეროს ასრულებს რუსეთის სახალხო არტისტი, თეატრ "მოსკოვის თეატრი "Et Cetera" სეზონს რობერტ სტურუას სპექტაკლით გახსნის " დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალიაგინი.