2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო, 16.0 ათასი საწოლთა ფონდით (2017 წელს 15.1 ათასი). "საქსტატის" ინფორმაციით, საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 4.9 დღე (2017 წელს - 5.2 დღე), ხოლო დატვირთვამ - 187.2 დღე (2017 წელს - 180.5 დღე).
ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება.
2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა და 18 075 კაცი შეადგინა.