მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა პირველად გაზით სარგებლობას შეძლებს. კურორტ "გოდერძზე" გაზი იქნება. აჭარის მაღალმთიან ნაწილში გაზიფიცირების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა 900 მეტრ მონაკვეთზე გაზის მილების მონტაჟი. ამ დროისთვის სამუშაოები შუახევის ცენტრიდან ხიჭაურისკენ ხორციელდება.
➡ამ ეტაპზე 40 ადამიანია დასაქმებული✅
➡პროექტის ფარგლებში გაზის მილები ხიჭაურიდან-გოდერძის უღელტეხილამდე 54 კმ-ზე დამონტაჟდება.
➡15 200 აბონენტის გაზიფიცირება
➡პროექტით ჯამში140 ადამიანი დასაქმდება✅
#გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა:
➡სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 65 კმ
➡120 ადამიანი დასაქმდა
➡1100 აბონენტის გაზიფიცირება