პაკისტანში მომცრო ზომის სამხედრო თვითმფრინავის საცხოვრებელ სახლზე შეჯახების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევას ეკიპაჟის 5 წევრი და 12 ადგილობრივი მოსახლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაშავებულია კიდევ 12 ადამიანი.
ხომალდი რეგულარული წრთვნის მარშუტს გადიოდა, რა დროსაც ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა სამხედრო ხომალდის კატასტროფის მიზეზი.
თვითმხილველებმა „როიტერს“ განუცხადეს, რომ თვითმფრინავი დიდი სისწრაფით დაეჯახა საცხოვრებელ სახლს და მთლიანი შენობა მომენტალურად გაანადგურა.
ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.