თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგია, რომელიც ისრაელს უჭერს მხარს. თურქეთის პრეზიდენტი, ისრაელს პალესტინაში ტერორიზმშიც ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Israelhayom-ი ავრცელებს.
ანკარაში, საკუთარი პარტიის შეხვედრაზე ერდოღანმა მსოფლიოს მოუწოდა არ გაჩუმდეს ისრაელის „დანაშაულებრივ მოქმედებებზე პალეტინის ტერიტორიაზე“, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ერდოღანი ამბობს, საფრთხე მათ ღირებულებებსაც დაემუქრება.
ერდოღანი ასე გამოეხმაურა 26 ივლისს ისრაელელი სამხედროების მიერ პალესტინელის მკვლელობას, რომელიც ღაზის სექტორთან გამართულ აქციებში მონაწილეობდა.