მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ - სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუმადგომლობა და ისინი ქვეყანას თანხმობის გარეშე ვერ დატოვებენ.
პროკურატურა ორივე მათგანისთვის 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა.
შეგახსენებთ, რომ პროკურორმა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. მილიონიანი გირაოს გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვაც მოითხოვა.