მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 1-1 მილიონი ლარი ორ კვირაში უნდა გადაიხადონ - ამ შუამდგომლობით სასამართლოს "თი-ბი-სი ბანკის"-ის საქმის პროკურორმა მიმართა.
ბრალდება ითხოვს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში ნებართვა აიღონ და საზღვარი მხოლოდ შესაბამისი თანხმობის შემდეგ დატოვონ.
სასამართლოს პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბრალდება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 16 მილიონ ლარზე მეტის გათეთრებას ედავება.