ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობის წევრების ნაწილი წარადგინა. ინფორმაციას Sky-ი ავრცელებს.
Sky-ს ცნობით, ბორის ჯონსონმა საგარეო საკითხთა მდივნის თანამდებობაზე დომინიკ რააბი წარადგინა.
საშინაო საკითხთა მდივნის პორტფელს პრიტ პატელი დაიკავებს, ხოლო ჯონსონის კაბინეტის კანცლერი საჯიდ ჯავიდი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხების მდივნის პოსტს შეინარჩუნებს სტეფან ბარკლი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ჯერემი ჰანტმა საგარეო საკითხთა მდივნის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
დღეიდან, ბორის ჯონსონი ოფიციალურად შეუდგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას.