12 ნოემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რადიომაუწყებლობის პოლიტიკისა და მედიასამართლის ექსპერტი, პროფესორი გუნტერ ფონ ლოიევსკი მასტერკლასს გამართავს.
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (reie Universitaet Berlin) საკომუნიკაციო პოლიტიკისა და მედიასამართლის პროფესორი გუნტერ ფონ ლოიევსკი მედია პროექტის „ჟურნალისტები საერთაშორისო მასშტაბით" (Journalisten International) ავტორია.