საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების 86%-ი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები ცუდია, 4%-ის აზრით კი ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობებია, ხოლო 7%-ის აზრით კი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები არც ცუდია და არც კარგი.
გამოკითხულთა 3%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის აზრით, საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან ყველაზე კარგი ურთიერთობა უკრაინასთან აქვს.
გამოკითხულთა 90%-ი აცხადებს, რომ უკრაინა-საქართველოს შორის კარგი ურთიერთობებია დამყარებული. 5%-ის აზრით კი ეს ურთიერთობები არც კარგია და არც ცუდი. გამოკითხული ადამიანების 2%-ი აცხადებს, რომ უკრაინა-საქართველოს ცუდი ურთიერთობები აქვთ, ხოლო 3%-ს ვერ გადაუწყვეტია და არ იცის როგორი ურთიერთობები აქვს ამ ორ მეზობელ ქვეყანას.
IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.
