დღეს, 24 სექტემბერს, მე-18 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" იხსნება. ფესტივალი წელს ხანგრძლივი რეკონსტრუქციის შემდეგ თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის გახსნას და ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ემთხვევა.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს კამერული, სიმფონიური, ხალხური მუსიკის კონცერტებს. მონაწილეთა შორის არიან დირიჟორები - ვახტანგ კახიძე, ავნერ ბირონი, სოლისტები - მარინა ნადირაძე, ფილიპ ჯენკინსი, ელენე ჭელიძე, მეგი ჩიხრაძე, ეთერ ხალვაში, ანზორ ხიდაშელი, ლეგი იმედაშვილი, ნატალია შერი, არიე ბარ- დრომა, იანე ტომსენი, იანა ბოუშკოვა, გიორგი ცაგარელი, თეონა კახიძე, ნატო კახიძე, დავით ქავთარაძე, თამაზ მამალაძე, დავით რატიანი, დავით ჯაფარიძე, ნიკა გვრიტიშვილი, ზურაბ შავაძე, დავით მასტერანოვი, ამირან ცქიტიშვილი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ისრაელის კამერული ორკესტრი, სტუდენტთა სიმებიანი კვარტეტი, ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი, საფესტივალო სიმებიანი კვარტეტი, ცენტრალური სამუსიკო გიმნაზიის სიმებიანი კვარტეტი, თბილისის ოპერის თეატრისა და კონსერვატორიის გაერთიანებული გუნდი, ანსამბლები "რუსთავი", '"ბასიანი", "მძლევარი", წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, ეთნო-ჯაზ კვინტეტი'"კოლსიმხა".