დღეს, 24 სექტემბერს, აშშ-ის კინოთეატრების ეკრანებზე ფილმი "ცოცხლად დამარხულები" გამოვა. ფართო ქსელში კი ფილმის ნახვა 8 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
ფილმის შემქმნელებმა მისი პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო აქცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ფილთან დაკავშირებით კონკურსი გამართეს და. კონკურის ოთხ გამარჯვებულს ფილმის ნახვის უფლება მისი ეკრანებზე გამოსვლამდე მიეცა.
გამარჯვებულტათის ფილმის ჩვენება საკმაოდ არაორდინალურ ვითარებაში _ დახურულ კუბოებში გაიმართა. რიტუალი ძალიან არაორდინალური აღმოჩნდა.
გამარჯვებულებს თვალები აუხვიეს და 30 წუთს ატარეს. შემდეგაც ისინი კუბოებში ჩაკეტეს, სადაც მათ მთელი ფილმის ჩვენების განმავლობაში მოხდათ ყოფნა. ფილმის ხანგრძლივობა 94 წუთია.
ფილმის დემონსტრირება თხევადკრისტალურ ეკრანებზე მიმდინარეობდა, რომელიც უშუალოდ კუბოში მყოფთა თვალწინ იყო დამონტაჟებული.