ხვალ, 12 ნოემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
აღნიშნულ ორგანიზაციებში ყოველწლიურად სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები საქმდებიან. საკანონმდებლო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში დასაქმებული სტუდენტები დამსაქმებლებთან ერთად საანგარიშო მოხსენებით წარსდგებიან. აღნიშნულ შეხვედრას სახელმწიფო უნვერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა უმასპინძლებს.
საადვოკატო ბიურო "ერისთავი და კომპანია" სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის საფუძველზე ერთი წელია თანამშრომლობს. ბიუროში დასაქმების პერსპექტივით 15 სტაჟიორი მიიღეს, აქედან 3 სტუდენტი საადვოკატო ბიუროში უკვე დასაქმდა.
2009 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან სტაჟირება სახალხო ბანკის სხვადასხვა ფილიალში 40 სტუდენტმა გაიარა. აღნიშნული ფაკულტეტის 7 სტუდენტი სტანდარტ ბანკში დასაქმდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, 200 სტუდენტი და მაგისტრანტი სწავლის პარალელურად მუშაობს.
კერძო კომპანიების გარდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საკანონმდებლო ორგანოსა და სამთავრობო სტრუქტურებშიც საქმდებიან. საქართველოს პარლამენტში დასაქმების პერსპექტივით ყოველწლიურად სტაჟირებას სახელმწიფო უნივერსიტეტის 15 სტუდენტი გადის.
საქართველოს ფინანსთან სამინისტროში სტაჟირებაზე ამ დროისათვის 20 სტუდენტი იმყოფება, ხოლო კონკურსის შედეგად 10 სტუდენტი უკვე დასაქმდა.
სტუდენტების დასაქმებაზე საქართველოს საკარიერო სერვისიც ზრუნავს, რომელიც მემორანდუმის საფუძველზე სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს. საკარიერი სერვისი საზღვარგარეთ განათლებამიღებულ მოქალაქეებს ასაქმებს. ორგანიზაციის მუშაობის შედეგად ამ დროისათვის დასაქმებულია 105 კურსდამთავრებული, რომელთაგან 55 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტია.