თბილისში ლანა კოსი ჩამოვიდა. ხორვატი სოპრანო 25 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
ის ამ აქცია-კონცერტზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის "ავე მარიას" შეასრულებს. საქველმოქმედო ფონდების "იავნანას" და "ივერიის" ეგიდით გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნიკა მემანიშვილი და სხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლები.