რუსეთის ფედერაციის საბჭოში მზად არიან „პატრიოტთა ალიანსის“ დასახვედრად.
ქართველი დეპუტატები მოსკოვში კვირას მიემგაზვრებიან, სადაც შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო დუმაში. ამის შესახებ რუსულ მედიას „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა გიორგი ლომაიამ განუცხადა. ფედერაციის საბჭოს სერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის კონსტანტინ კოსაჩევის თქმით, მათთვის ამის თაობაზე არავის მიუმართავს, თუმცა ქართველი დეპუტატების დასახვედრად მზად არიან.
"ადრე ყოველთვის ვხვდებოდით, თუ მოგვმართავენ, მზად ვართ შევხვდეთ, თუნდაც ახლავე“, - განაცხადა კოსაჩევმა.
გუშინ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ გუნდის წევრები უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ.