სერ კიმ დაროში, აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციას ელ. ფოსტით მიმოწერაში „მოუხერხებელი და უმოქმედო“ უწოდა.ამის შესახებ BBC-ი წერს.
დონალდ ტრამპმა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა და ელჩს „ძალიან სულელი კაცი“ უწოდა.
დაროშის განცხადებით, მას სურს მეილების გაჟონვასთან დაკავშირებული სპეკულაციების დასრულება და ის თანამდებობას, სწორედ, ამის გამო დატოვებს.
”საელჩოდან ოფიციალური დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ, ჩემი პოზიციის ირგვლივ სპეკულაციები არ წყდება. მინდა რომ ეს დასრულდეს. ამჟამინდელი ვითარება არ მაძლევს საშუალებას შევასრულო ჩემი მოვალეობა სრულფასოვნად. ამიტომ ვტოვებ თანამდებობას“,- განაცხადა სერ კიმ დაროშმა.
შეგახსენებთ, რომ სერ კიმ დაროში, აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩად 2016 წლიდან მუშაობს.