ვატიკანში ვიზიტად მყოფ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რომის პაპმა ფრანცისკემ საჩუქრად "მშვიდობის მფარველი ანგელოზის" მედალი გადასცა. იუწყება რუსული გამოცემა „ინტერფაქსი“ კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, მედალი გამოშვებულია პონტიფიკოსის წმინდა პეტრეს ტახტზე აღსაყრდების მეექვსე წლისთავის პატივსაცემად. იგი ეძღვნება პირველი მსოფლიო ომის დამთავრების 100 წლისთავს, მასზე დატანილია ციტატა 1939 წლის 24 აგვისტოს პაპის პიუს მეთორმეტეს რადიომიმართვიდან: “არაფერი იკარგება მშვიდობის დროს, ყველაფერი, შესაძლოა, ომში დაიკარგოს".
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ პუტინმა რომის პაპს გადასცა დისკი, მასზე ჩაწერილი ანდრეი კანჩალოვსკის ფილმით "ცოდვა".