დიდ ბრიტანეთში 8 მონათმფლობელი დააკავეს, პოლიციამ 400-მდე მონა გაათავისუფლა. ინფორმაცია „ბიბისი" ავრცელებს.
„ბიბისის" ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში მეტად კომპლექსური დანაშაული გახსნეს. დაკავებულია დაჯგუფებაში შემავალი 8 ადამიანი, რომელმაც პოლონეთიდან დიდ ბრიტანეთში სამსახურის მაძიებელი 400-მდე არალეგალი შეიყვანა და ხელფასის გარეშე დღეში 13 საათს მონასავით ამუშავებდა.
დიდ ბრიტანეთში, ტრეფიკინგის, იძულებით მუშაობის, შეთქმულებაში მონაწილეობისა და ფულის გათეთრების მუხლით, პოლონელი წარმოშობის 5 მამაკაცი და 3 ქალია დაკავებული. ისინი მსხვერპლს მისი ბიოგრაფიული სიმძიმის მიხევით არჩევდნენ. პოლონეთიდან სამუშაოდ ძირითადად ის ადამიანები ჩამოჰყავდათ, რომლებსაც ოჯახის წევრი ან ახლობელი არ ჰყავდა.
ისინი დიდ ბრიტანეთში ავტობუსებით ახერხებდნენ შესვლას. თუმცა უკეთესი ცხოვრების მაძიებელი ემიგრანტების ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპი სწორედ ამ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ იწყებოდა.
მათ ათავსებდნენ მომცრო ზომის ოთახში. თუ გაუმართლებდათ, შესაძლოა, რომელიმეს საწოლი შეხვედროდა. ისინი ზამთარში საკუთარი ტანსაცმლით თბებოდნენ, რადგან ტანზე დასაფარებელიც კი არ გააჩნდათ. მათ აიძულებდნენ სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებას. ძირითადად დასუფთავების სამსახურში, ქათმის ფაბიკებსა და ფერმებში მუშაობდნენ. ისინი დღეში არანაკლებ 13 საათი შრომობდნენ და გასამრჯელოს სახით კვირაში 20 დოლარს იღებდნენ.
როგორც ირკვევა, ბანდის წევრები კვრიაში გამომუშავებული 20 დოლარის ბანკში შეტანას სთხოვდნენ. 400-მდე მონის ხელფასს 8 მოძალადე თავად განკარგავდა.
პოლიციამ დაადგინა, რომ 2012 წლის ივნისიდან 2017 წლის ოქტომბრამდე, ბანდის 8 წვერმა ტრეფიკინგის გზით, 17-60 წლამდე ადამიანები მონებივით ამუშავა და მათ მიერ 5 წელში გამომუშავებული 2 მილიონი სტერლინგი მიითვისა.
დაზარალებულები, პოლიციას მონური მუშაობით გადაღლილი და გარდაცვლილი ადამიანის შესახებ მოუყვნენ, რომელსაც ბანდის წევრებმა არსებობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გაუნადგურეს. პოლიცია მიცვალებულის გვამს ამ დრომდე ეძებს.
ბრალდებულები:
30 წლის მარეკ ჩოვანიკსა და 50 წლის მარეკ ბრზენინსკის მიესაჯათ 9 და 11 წლით პატიმრობა, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრებისა და შეთქმულების მუხლით.
48 წლის ჯუსტინა პარცზევსკასა და 24 წლის ჯულიანა ჩოდაკოვიცს 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეთქმულებაში მონაწილებისა და ფულის გათეთრებისთვის მიესაჯათ.
29 წლის ნატალია ზმაუდას 6 წელი ადამიანების იძულებით მუშაობისთვისა და ფულის გათეთრებისთვის მიესაჯა.
52 წლის ინგასი ბრზეზინსკის, 26 წლის იან სადოვსკისა და 41 წლის ვოჟიშეშ ნოვაკოვსკის შესაბამისად 11, 3 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ტრეფიკინგის, შეთქმულებაში მონაწილეობის, იძლებით მუშაობისა და ფულის გათეთრების მუხლით მიესაჯათ.
52 წლის ბრზეზინკი, რომელსაც სასამართლომ გამამტყუნებელი 11-წლიანი პატიმრობის განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა, ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.