ინდოეთში უკიდურესად მაღალ სიცხეს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში ტემპერატურა კიდევ აიწევს.
ინდოეთში ტემპერატურამ მაქსიმუმს ივლისში მიაღწია. დედაქალაქში ტემპერატურამ 48 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ჩურუში, ტემპერატურამ ქვეყნის რეკორდი მოხსნა და 50,6 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
IPCC-ის ინფორმაციით, ინდოეთი იმ ქვეყანათა რიგებშია, რომლებზეც კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად იმოქმედებს.
ინდოეთის ყველაზე ღარიბ შტატ ბიჰარში, მას შემდეგ რაც სიცხეს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ყველა სკოლა, კოლეჯი და სასწავლო ცენტრი რამდენიმე დღით დახურეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მილიონობით ადამიანს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, მაშინ, როდესაც მათი დღიური შემოსავლის წყაროს, მიწათმოქმედება ან შენობებს მიღმა მუშაობა წარმოადგენს.
„მომავალში სიცხის ტალღები ხელშესახები შემცირების მიუხედავად დიდი საფრთხის შემცველია, და კიდევ უფრო უარესი ამ კონტროლის გარეშე“,- განაცხადა MIT- ის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰიდროლოგიისა და კლიმატის დარგში ელფეიფ ელტაირმა.
ინდოეთში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ეროვნული გეგმა ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ინდეოეთში მეტეოროლოგიური დეპარტამენტი, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციული მუშაობის რეჟიმში ცდილობს შექმნას „წინასწარი შეტყობინების“ ცენტრი, რომელიც მილიონობით ადამიანს, სიცხის ტალღების დარტყმის შესახებ მოკლეტექსტურ შეტყობინებას გაუგზავნის.
2013 წელს, გუჯარათის რეგიონში „წინასწარი შეტყობინების“ სისტემის ნაწილობრივ გამოყენებამ 2000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის განცხადებით, „სიცხის ტალღები“ ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.
⭕ ინდოეთის შესახებ: