23-24 სექტემბერს თბილისში, კომპანია "რიო-გრანდეს" თაოსნობით, გაიმართება ფესტივალი - "ყავა - თბილისური დილის მეგზური".
ტელეკომპანია "რუსთავი 2~-ის საშუალებით შარდენის ქუჩიდან დილის ჩართვა და ფესტივალის ანონსირება იგეგმება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ გივი სიხარულიძე, ეთერ კაკულია, დონარა კინწურაშვილი, ანრი ჯოხაძე, ლაშა რამიშვილი, ლალი მაროშკინა, სალომე ბაკურაძე, სოფო და ბორის ბედიები.
ფესტივალის პირველ დღეს, 23 სექტემბერს, შარდენის ქუჩიდან ღია ავტობუსი დაიძვრება, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებს მოივლის.
24 სექტემბერს კი, ორგანიზატორები მოხუცებულთა პანსიონატს ესტუმრებიან და მოხუცებს ყავის პროდუქციას საჩუქრად გადასცემენ.