საქართველოს ანიმაციის განვითარების ფონდი განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მიიღო მიწვევა რათა გაეგზავნათ, თავისი ფილმები ესპანეთის ინტერნეტფესტივალზე. აპლიკაციის შევსების დროს საჭირო იყო გასაგზავნი ფილმების მწარმოებელი ქვეყნის მითითება. ქვეყნების სიაში შეტანილი იყო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რამაც ფონნდის წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია.
"ამის შესახებ გავუგზავნეთ წერილი საორგანიზაციო ჯგუფს, სადაც აღნიშნული იყო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენულ ქვეყნებად წარმოჩინება მიუღებელ იყო ჩვენთვის და ამის გამო უარი ვთქვით კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. საპასუხოდ მათ ბოდიში მოგვიხადეს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სიიდან წაშალეს. მადლობას ვუხდით საორგანიზაციო ჯგუფს გულისხმიერებისთვის", _ აცხადებენ საქართველოს ანიმაციის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.