"როსპოტრებნადზორი" ამტკიცებს, რომ რუსეთში ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა, გერმანიასა და ავსტრიაში გამოცემა Deutsche Welle-ს მიერ გამოკითხული მეღვინეები კი ასეთ ტენდეციას ვერ ხედავენ. შესაძლოა, იმიტომ, რომ ევროკავშირის ბაზრისთვის საქართველოში კონკურენტუნარიან პროდუქციას ყიდულობენ. ევროპაში ამ პროდუქციზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება.
"ჩვენ ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს და რაც ხელისუფლებას, რომელიც იმპორტს აკონტროლებს", - განუცხადა DW-ს ჰამბურგში ინტერნეტ-ნაღაზია GeoVino-ს თანამფლობელმა ანდრე ჰაინმა.
ოდერის ფრანკფურტში კომპანია Georgische Spezialitäten-ის მფლობელის ლიუბენ ლინგოროვის თქმით, საბაჟო ლაბორატორიაში ამოწმებს საქართველოში მათ მიერ შეძენილ ღვინის თითოეულ პარტიას და არაერთგიზს აღუნიშნავს იმ მიმწოდებლის პროდუქციის მაღალი ხარისხის შესახებ, რომელთანაც ის უკვე ხუთი წელია მუშაობს. მისი თქმით, სხვა ქართველ მწარმოებლებთანაც მას პრეტენზიები არ ჰქონია.
"იმ ქართული ღვინის მიმართ, რომელიც ჩვენ ასორტიმენტში გვაქვს, პრეტენზიები არასდროს გვქონია", - განუცხადა გამოცემას ვენაში ინტერნეტ-მაღაზია Georgische Traditionsweine-ის მფლობელმა ოქსანა შპაკმა.
"საქართველოში უმაღლესი კლასის ღვინოა, არის კარგი ხარისხის ღვინო, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ცალკეული მწარმოებლების მიმართ, შესაძლოა, იყოს პრობლემები" - აღნიშნა ალექსეი შრაინერმა, რომელიც ქართული ალკოჰოლური პროდუქციით უკვე 16 წელია ვაჭრობს. მას ბერლინში ეკუთვნის ონლაინ-მაღაზია Tsinapari.
"როსპოტრებნადზორის" განცხადებაზე მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს წმინდა პოლიტიკაა, აქ ყველაფერი თეთრი ძაფით არის შეკერილი". რუსულმა უწყებამ 24 ივნისს განაცხადა, რომ გააძლიერა კონტროლი ქართულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე , რადგან დინამიკაში მისი ხარისხი გაუარესდა.
DW-ის რესპოდენტები სრულიად განსხვავებულ დინამიკას ხედავენ: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. „ბოლო სამი წლის განმავლობაში მოთხოვნის აფეთქებაა", - ამტკიცებს ალექსეი შრაინერი. ის ამას საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდით ხსნის.
"ადამიანები მიდიან ამ ქვეყანაში, ესმით, რომ ქართული ღვინო განსაკუთრებულია და თანდათან მის გემოს ითავისებენ", - ამბობს შრაინერი.
ლიუბენ ლინგოროვი თავის მაღაზიაში გაყიდვები ზრდას ასევე უკავშირებს იმასაც, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი იყო. ამან გერმანულ საზოგადოებაში ყველაფერი ქართულის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ შორის სამზარეულოსა და ღვინის მიმართ.
გაყიდვების ზრდაზე საუბრობს GeoVino-ს წარმომადგენელი ანდრე ჰაინიც, ის შეკვეთებს იღებს არა მხოლოდ გერმანიიდან, არამედ ბენელუქსის ქვეყნებიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან. მისი აზრით, ქართული ღვინის სასარგებლოდ მეტყველებს მისი უნიკალური ისტორიაც და ვაზის ის განსაკუთრებული ჯიშები, რომლისგანაც ღვინო მზადდება და მხოლოდ საქართველოში იზრდება.
ოქსანა შპაკმა ვენაში მაღაზია სამი წლის წინ გახსნა, შეკვეთებს ავსტრიიდან, გერმანიიდან და უნგრეთიდან იღებს. ოქსანას შეხება ჰქონდა Bolero-ს პროდუქციასთან, რომელიც რუსეთმა შავ სიაში შეიყვანა.
"ჩვენ ის ერთხელ ავიღეთ, მაგრამ მეტს აღარ ავირებთ. ღვინო ცუდი არ არის, მაგრამ ევროპული ხარისხი არ აქვს", - განაცხადა მან.
"ავსტრიაში ძალიან კარგი საკუთარი ღვინო გვაქვს, ამიტომაც ამ ბაზარზე წინ რომ წახვიდე, მაღალი ხარისხი უნდა გქონდეს", - განმარტა ოქსანამ. ის მუშაობს უფრო კონკურენტუნარიან ბრენდებთან - Marani-თან, Schuchmann-თან და Vinoterra-სთან.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც "როსპოტრებნადზორმა" შავ სიაში შეიყვანა „ბაგრატიონი 1882"-ია. მისი პროდუქცია იყო ჰამბურგის მაღაზია GeoVino-ს ასორტიმენტში, თუმცა ანდრე ჰაინის თქმით, ქართული ცქრიალა ღვინისთვის ბაზარი ზალიან პატარაა, უფრო პერსპექტიულია წითელი და თეთრი ღვინო.
მაღაზიის ასორტიმენტის საფუძველს წარმოადგენს Kindzmarauli-ის პროდუქცია. "ადრე ჩვენ მწარმოებლების უფრო ფართო არჩევანი გვქონდა, შემდეგ კი შევამცირეთ და ფსონი მასზე დავდეთ, რომელიც უზრუნველყოფს ფასებისა და ხარისხის უკეთეს თანხვედრას", - განმარტა ალექსეი შრაინერმა.
ამავე გზით წავიდა ლიუბენ ლინგოროვიც, რომელმაც ოდერის ფრანკფურტში 2012 წელს ინტერნეტ-ნაღაზია დააფუძნა. ორი წლის შემდეგ საქართველოში ყოფნის დროს ის ეწვია „კახური ღვინის მეურნეობას" და მას შემდეგ ყიდის უპირატესად ამ კომპანიის პროდუქციას.
მის მღაზიაში ასევე შესაძლებელია Badagoni-ის სამი სახეობის ღვინის შეძენაც, რომელიც ასევე "როსპოტრებნადზორის" სიაში მოხვდა. ლიუბენ ლინგოროვი დარწმუნებულია, რომ თუ ამ კომპანიის ღვინო ევროკავშირის სტანდარტებს არ პასუხობს, გერმანულ ბაზარზე არ დაუშვებდნენ.
მისი თქმით, 2006 წელს, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებულმა ემბარგომ საქართველოს შესანიშნავი სამსახური გაუწია. „ამან მწარმოებლები აიძულა სხვა ბაზრები მოეძებნათ, ორიენტირებულნი ყოფილიყვნენ ევროპაზე. რამავ არსებითად გაზარდა ქართული ღვინის ხარისხი.