ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლისას დაშავებულებთან დაკავშირებით, ამბობს, რომ რესპირატორული პრობლემებით სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა
"მარტივად დასვით უბრალოდ კრიტიკული კითხვა თქვენ თვითონ და გაანალიზეთ, ჩახუნაშვილების დასკვნაში აღწერილია, რომ მრავალათასიანი მიტინგის დროს მოხდა [ქიმიური ნივთიერების] გამოფრქვევა და თურმე აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით მიმართა სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. ჩემს მიერ გაცემულ წერილში არის მითითებული ფაქტები, რამდენ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და რამდენი იყო გადაყვანილი საავადმყოფოში ამ ჩვენებებით - სულ არის რამდენიმე ერთეული! ე.ი. უნდა ვამტკიცოთ, რომ ერთ ადამიანსაც კი არ დასჭირდა სტაციონარში ერთი დღე გაჩერება. სულ, 10-ზე მეტი არ ყოფილა ადამიანების რიცხვი, რომელსაც საავადმყოფოში წაყვანა დასჭირდა, არამცთუ იქ დატოვება.
ინდივიდუალურ შემთხვევებში თუკი ვინმეს აქვს რამე საჭიროება, რომ გამოკვლეული იქნას, დიახ, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი, მთლიანად საავადმყოფოები, კლინიკები, ყველანი მზად არიან იმისთვის, რომ ინდივიდუალურად შეფასებები გააკეთოს, მაგრამ რაიმე საგანგაშო მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც ვინნმეს უნდა პანიკა აეტეხა და ეთქვა, რომ აქ ქიმიურ ნივთიერებაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ და ქიმიური გამოკვლევები ჩატარდესო, დიახ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ აზრს, რომელიც აქ აბსოლუტურად ყალბად, მოგონილი აჟიოტაჟია ყველაფერზე. მე ვთვლი, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, კანონსაწიააღმდეგო აქცია. კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს, რა თქმა უნდა, პოლიციას და საპოლიციო ძალებს უკლებლივ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვს უფლება, გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის, ისეთი საშუალება, რომელიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ა.შ". , - ამბობს სარჯველაძე.