შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ რეგიონის წარმომადგენლები, ახალგაზრდებთან ერთად ტრანსპარანტებით არიან მისული. ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ირაკლი კობახიძესთან ერთად ვითხოვთ, გიორგი გახარიამაც დატოვოს თანამდებობა. მჯერა, რომ ახალგაზრდები გავიმარჯვებთ“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ქამადაძემ.
დემონსტრაციის მონაწილეები პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავენ. რამდენიმე მათგანმა შიმშილობის დაწყებაც დააანონსა. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული.