თანამედროვეობის უდიდესი ტენორი პლასიდო დომინგო ლოს ანჯელესის ოპერის თეატრის გენერალური დირექტორის პოსტზე 2014 წლამდე დარჩება.
ახლად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება თუ ამის შესახებ მხარეებმა წინასწარ რაიმე სხვა სახის განცხადება არ გააკეთეს.
ლოს ანჯელესის ოპერას თეატრისა და ტენორის თანამშრომლობა სათავეს 1986 წლიდან იღებს. სწორედ ამ სეზონში მან პირველად ჯუზეპე ვერდის "ოტელოში" მთავარი პარტია იმღერა.
1998 წლამდე იგი თეატრის სამხატვრო კონსულტანტი იყო, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 2003 წლიდან სახელგანთქმული თეატრის გენერალური დირექტორის პოსტი უკავია.
წელს თეატრი 25 წლისთავს აღნიშნავს.