ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ, შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა.
მსახიობმა აღნიშნული ჯილდო დიტო ცინცაძის ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო.
გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 22 ივნისს შედგა. ფილმი საქართველოს, რუსეთისა და შვედეთის კინოპროდუქციაა. აზიური კინოფორუმი25 ივნისს დაიხურება.