რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ ტუროპერატორების მიერ დაგეგმილი ვიზიტით საქართველოში 5-7 ათასი რუსი ტურისტი იმყოფება, ხოლო ინდივიდუალური ვიზიტით დაახლოებით - 2-3 ჯერ მეტი. ამ წუთას საქართველოში, დაახლოებით 20,000 - 24,000 ტურისტი იმყოფება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა სამთავრობო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, რუსი ტურისტები სამშობლოში 8 ივლისამდე უნდა დაბრუნდნენ. პუტინმა 8 ივნისიდან საქართველოს მიმართულებით სამგზავრო და კომერციული ფრენებიც დროებით აკრძალა.